Muresko
Muresko

Muresko

ფასადის საღებავი ფერების მაქსიმალური მრავალფეროვნებით!

Muresko გამოირჩევა ბრწყინვალე ფერებით, შესანიშნავი ტენიანობის მიმართ მედეგობით და ოპტიმალური ფიზიკური თვისებებით. ეს ნიშნავს, რომ ზედაპირი ოპტიმალურად არის დაცული ატმოსფერული და დაბინძურების ზემოქმედებისგან, მაგალითად: ხავსისა და სოკოსაგან. ყველაზე შეფერადებადი უნივერსალური ფასადის საღებავი, ბეტონის და თაბაშირის ზედაპირებზე შეიძლება გამოყენებულ იქნას სქელ ფენად, შემავსებლად ან გათხელებულ მდგომარეობაში.

 

ფერების მრავალფეროვნება!

Muresko კაპაროლის პირველი საღებავია, რომლის მანქანური მეთოდით შეფერადება გახდა შესაძლებელი. დღესდღეისობით კაპაროლის ყველა ფასადის საღებავის შეფერადება არის შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ Muresko ფერადდება ColorExpress-ის სისტემაში არსებულ ყველა (CaparolColor, Caparol 3D, NCS, Panorama, RAL და ფერთა სხვა კოლექციები) ფერთა ტონალობებში.

თვისებები

  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიური
  • სუსტი სუნით
  • ატმოსფერული ზემოქმედებისადმი მედეგი
  • წყალგაუმტარი (ჰიდროფობური) DIN 4108
  • ტუტეების ზემოქმედებისადმი მედეგი
  • მარტივი მოხმარებისათვის
  • ფარავს მომრგვალებულ ნაპირებს
  • იცავს წყალმცენარეებისა და სოკოვანი ნადებისაგან