![](/fileadmin/data_ge/Manifesto/CaparolLines.jpg)
ისტორია
ისტორია
- www.caparol.ge
- ჩვენ შესახებ
- კომპანიის ისტორია
კომპანიის ისტორია
კაპაროლის მნიშვნელოვანი მოვლენები/ეტაპები
2020 წელს Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn-მა აღნიშნა დაარსებიდან 125-ე იუბილე. თავდაპირველი საქმიანობის მიზნიდან - მინერალური ამფიბოლის (რქა ქვა/მწვანე ქვა) მოპოვება, - კომპანიამ განავითარა მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება სამშენებლო სექტორისთვის. ეს მასალები თავდაპირველად წარმოადგენდენ მინერალური პიგმენტების, შემავსებლებისა და შემკვრელებისგან (ცარცი/კაზეინი) მიღებულ ფხვნილისებრ პროდუქტებს, ("Murjahn's Coating Powder") ხოლო შემდეგ, თხევადი მინიდან, ნატრიუმის სილიკატის სახით. მოგვიანებით, პირველ რიგში დოქტორ რობერტ მურიანის დამსახურებული მოღვაწეობიდან გამომდინარე, სინთეტიკურ-დისპერსიული შემკვრელების ტექნოლოგიამ ფოკუსირება მოახდინა პროდუქტის გამოკვლევაზე.
ამ სფეროში კომპანიამ სპეციალისტისა და ნოვატორის როლი მოირგო და ამ პოზიციას დღესაც ინარჩუნებს. წყლის საღებავის უნივერსალური შემკვრელი "Caparol" (კაზეინი, პარაფინი, ოლეუმი) - (სინთეტიკურ-დისპერსიული), რომელიც მოგვიანებით გამოიყენებოდა როგორც ზეთის შემცვლელი ნედლი მასალა - გერმანელ მღებავებსა და დეკორატორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ასევე აღნიშვნას იმსახურებენ შემდეგი ტრადიციული ბრენდები: ფასადის საღებავები: "Amphibolin", "Muresko" და "AmphiSilan". ინტერიერის საღებავები: "Alpinaweiß", "Malerit" და "Indeko-plus" კარგად ცნობილი ტონირებადი/ელფერის მიმცემი მასალები: "Alpinacolor" და "AVA".
1885
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/125x100px-Unternehmen-Geschichte-1885.jpg)
ედუარდ მურიენი (ერნსტ მურიანი და მისი ვაჟი ედუარდ მურიანი) "Ernst Murjahn & Son"- ის სახელით აფორმებს სამთო მრეწველობის ხელშეკრულებას მინერალური ნედლეულის საბადოს ამუშავების თაობაზე და ეძებს ამფიბოლის გადამუშავების მეთოდს, რომელსაც აღმოაჩენს კიდეც. 1889 წელს, ერნსტოფენში (ოდენვალდი) ის აარსებს კომპანია "Deutschen Amphibolin-Werke von Eduard Murjahn" და იწყებს საღებავების, საბათქაშე ფხვნილისა და ჟანგვამედეგი საღებავების წარმოებას.
1889
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1889.jpg)
ერნსტ მურიანის და მისი ვაჟის- ედუარდ ჰამბურგელის საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო კომპანიამ "Ernst Murjahn & Son" მოიპოვა მანგანუმის დამუშავების უფლება ოდენვალდში, გერმანიის ერთერთ რეგიონში. ნიადაგის გამოკვლევისას, ედუარდ მურიანი წააწყდება რქაქვას,- ამფიბოლის ჯგუფის მნიშვნელოვან მინერალს.
1894
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1894.jpg)
ედუარდ მურიანის ვაჟი, რობერტ მურიანი მუშაობს კირსა და ცარცზე საბათქაშე ფხვნილის საღებავის მისაღებად. 1894 წელს, ქალაქ კილში გამართულ გამოფენაზე, ფხვნილი დაჯილდოვდა საპატიო დიპლომითა და ოქროს მედლით.
1895
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1895.jpg)
ედუარდ მურიანის ვაჟის მიერ კომპანია "Deutsche Amphibolin-Werke von Robert Murjahn" დაარსება ობერ-რამშტადტში. საბათქაშე ფხვნილისა და "Murjahn's Coating Powder" წარმოება.
1926
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1926.jpg)
24 წლის დოქტორი რობერტ მურიანი, დამფუძნებლის ვაჟი, უერთდება კომპანიას.
1928
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1928.jpg)
დოქტორი რობერტ მურიანი მუშაობს წყალში ხსნად შემკვრელზე - "Caparol" , რომლის დახმარებითაც დეკორატორს შეუძლია თავად მოამზადოს სასურველი საღებავი პიგმენტებისა და შემავსებლებისგან. ბრენდის სახელწოდება წარმოიქმნა სამი კომპონენტის სახელების პირველი ასოებიდან: კაზეინი, პარაფინი და ოლეუმი (ჩინური ხის ზეთი). ახალ პროდუქტს სამხატვრო სფეროში დისპრესიული შემკვრელის ტექნოლოგია შეაქვს.
1936
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1936.jpg)
დოქტორი რობერტ მურიანი "Caparol" შემკვრელს ზეთის ნაცვლად ურევს აკრილის დისპერსიას. "Caparol Oil-Free Paste" -ით იწყება თანამედროვე დისპერსიული საღებავების ტექნოლოგია.
1953
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1953.jpg)
"Capaplex" საპრიალებელი საშუალების გატანა ბაზარზე.
1954
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1954.jpg)
"Murjahn's Latex Paint" -თან ერთად მოხმარებისთვის მზა პროდუქცია - პირველი ლატექსის დისპრესიული საღებავი შედის ბაზარზე.
1956
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1956.jpg)
ვინილის პროპიონატზე დაფუძნებული დისპრესიული საღებავი შედის ბაზარზე ტრადიციული სახელით "Amphibolin".
1957
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1957.jpg)
Disbon GmbH დაარსება ობერ-რამშდატში. ინოვაცია შეფუთვაში: მზადდება 1 კგ. პლასტმასის ტუბი AVA -ს საღებავებისთვის. ფხვნილისებრი პიგმენტური საღებავებით სქელი მასის მომზადება ჩაანაცვლა ფართო მოხმარების AVA-ს ტონირებულმა საღებავებმა.
1959
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1959.jpg)
განახლებული დისპრესიული შემავსებელი შედის ბაზარზე ტრადიციული სახელით "Muresko".
1963
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1963.jpg)
პოლიმერული ფისი - ფასადის საღებავი "Duparol". "Disbon 400" -თან ერთად დიბსონი წარადგენს ოფიციალურად დადასტურებულ ზეთის ბლოკატორებს.
1973
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1973.jpg)
ბაზარზე შედის აკრილის ემალი "Capacryl".
1976
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1976.jpg)
სილიკატური საღებავების მოდერნიზებული ასორტიმენტი შემოდის ბრენდის სახელით "Sylitol"
1978
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1978.jpg)
დოქტორ რობერტ მურიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი, დოქტორი კლაუს მურიანი, რომელიც იკავებდა დირექტორის თანამდებობას 1973 წლიდან, საკუთარ თავზე იღებს DAW- მართვას.
ავტომატიზირებული ტონირების სისტემა "Capamix" საღებავებისთვის, ლაქების და ბათქაშის ფენისთვის.
1981
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1981.jpg)
"Capatect Dämmsysteme GmbH & Co. Energietechnik KG" დაარსება ობერ-რამშდატში. Capactect ბაზარზე შეაქვს თერმოსაიზოლაციო კომპოზიტები და საბათქაშე სისტემები
1984
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1984.jpg)
კომპანია "Caparol"-ის ახალი ლოგო ხდება "ზოლებიანი სპილო"
1985
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1985.jpg)
მინიმუმამდე დაყვანილი ემისიის, პლასტიფიკატორისა და გამხსნელის გარეშე ინტერიერის საღებავის - "Indeko-plus E.L.F." პრეზენტაცია საერთაშორისო დონეზე.
1987
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1987.jpg)
"AmphiSilan"-თან ერთად, ფასადის წვიმამედეგი საღებავი შედის ბაზარზე.
1989
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1989.jpg)
კომპანია "Caparol Farben GmbH & Co KG." დაარსება "Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn" ყალიბდება ჰოლდინგ-კომპანიად. DAW -ს მარკეტინგული კომპანიებია: "Caparol", "Capatect", "Disbon" და "Alpina". ჯგუფის ბრუნვა პირველად აღწევს 250 მლნ.€
1993
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1993.jpg)
Capalac-ის ლაქების და ემალების შემოტანა/წარდგენა
1999
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-1999.jpg)
სამშენებლო საღებავების "Caparol 3D" სისტემა, ფერის ტონების ინოვაციური კოლექციის პრეზენტაცია
2003
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-2003.jpg)
"Caparol Shanghai"-ის დაარსება, საკუთარი წარმოებით და ჩინეთის ბაზრისთვის.
Caparol ბიზნეს-ერთეულის რესტრუქტურიზაცია.
2004
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-2004.jpg)
"Muresko"-ს გატანა ბაზარზე, SilaCryl®.-ზე დაფუძნებული ფასადის საღებავის ახალი კლასი.
"Nespri-TEC® "-ს სისტემის ბაზარზე გატანა. (ფასადების საფარის დაორთქვლის საწინააღმდეგო აეროზოლით დაფარვა)
2005
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-2005.jpg)
DAW აღნიშნავს კომპანიის დაარსების 110-ე იუბილეს.
"Caparol wellness CapaSan" საღებავების შეტანა ბაზარზე. (ინტერიერის საღებავი ფოტოკატალიტიკური ეფექტით) და "ElectroShield" (ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საგრუნტავი მასალა)
Nespri-TEC® სისტემა იღებს ფედერალურ პრიზს 2005, სავაჭრო სფეროში გამოჩენილი ინოვაციური მომსახურებისთვის.
2007
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-2007.jpg)
“Farbe – Ausbau & Fassade” გამოფენაზე, კიოლნში, ინოვაციური პროდუქტის “Edition Carbon” წარდგენა. “Edition Carbon” წარმოადგენს ახალი თაობის ექსტერიერის კედლების საიზოლაციო მასალას, რომელიც არმირებული ნახშირბადის ბოჭკოს გამო დარტყმა გამძლეა და გრძელვადიანი მომსახურებით გამოირჩევა.
2008
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px-Unternehmen-Geschichte-2008.jpg)
ახალი თაობის საფასადე საღებავი, ნანო-კვარცული მატრიცული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. ეს ახალი ფორმულა დამატებით ამცირებს მტვრის ნაწილაკების მიწებებას და ფასადებს უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს სუფთა იერსახეს. "ThermoSan" და "AmphiSilan" ბაზარზე გატანილი მაღალტექნოლოგიური საფასადე საღებავებია.
2010
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/125x100px_geschichte_2010.jpg)
მიუნხენში, “Farbe – Ausbau & Fassade” გამოფენაზე წარდგენილია ფერების ინოვაციური კოლექცია “FASSADE A1”. პალიტრის 500 ფერი, რომელიც სპეციალურად შეირჩა ფასადებისთვის,- ფერის უმაღლესი სტაბილურობით გამოირჩევა.
2012
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/120px-Unternehmen-Geschichte-2012.jpg)
მაღალტექნოლოგიური იზოლაციის ფილა S024 გადის ბაზარზე და თერმული იზოლაციის ახალ სტანდარტებს ადგენს.
2014
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/120px-Unternehmen-Geschichte-2014.jpg)
ბუნებრივი დათბუნება - განახლებული რესურსებით:კაპაროლის კანაფის ბოჭკოებისგან დამზადებულ, ეკოლოგიურ საიზოლაციო სისტემას, რამდენჯერმე აჯილდოვებენ გერმანიასა და ავსტრიაში, მისი ინოვაციისა და გარემოს დაცვითი თავსებადობისათვის.
2015
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/120px-Unternehmen-Geschichte-2015.jpg)
"სამომხმარებლო ინიციატივა e. V. "-სი აჯილდოვებს ბრენდებს Caparol-ს და Alpina-ს ოქროთი, როგორც "გარემოზე მზრუნავ მწარმოებელს " და ამით კაპაროლი იღებს უმაღლეს ჯილდოს სოციალური და ეკოლოგიური ჩართულობისთვის.
2015
![](/fileadmin/data_ge/images/%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/120px-Unternehmen-Geschichte-2015_02.jpg)
ეკოლოგიური იზოლაციის ვარიანტი - კანაფი ათბუნებს უფრო მწვანედ. კაპაროლის ინოვაციური კანაფისგან დამზადებული ფასადის იზოლაციის სისტემა აერთიანებს საუკეთესო ფიზიკურ და ეკოლოგიურ თვისებებს.