კედლის
სისტემები
4+1
კედლის
სისტემები
4+1

ინტერიერის კედლის სისტემები 4+1

სისტემური გადაწყვეტა - სრულყოფილი ინტერიერისთვის!

თუ თქვენ ტრენდული ფერების - სრულყოფილ გლუვ ზედაპირებზე გამოყენება გსურთ, ამისთვის კაპაროლი გთავაზობთ მაღალხარისხიან სისტემურ გადაწყვეტებს - ინტერიერის კედლის სისტემებს 4 + 1 ! კაპაროლის პროდუქტებს ერთი რამ აქვთ საერთო: არ აქვს მნიშვნელობა რა გსურთ - ზედაპირები, რომლებიც განსაკუთრებით კაშკაშა ფერისაა, ცვეთა მედეგი ზედაპირები, დაბინძურების მიმართ მდგრადი ზედაპირები, თუ ზედაპირები, რომლებიც ცუდი განათების პირობებში მაინც უნაკლოდ გამოიყურებიან - კაპაროლის პროდუქტები ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ისინი ინტერიერს შთამბეჭდავ სამყაროდ გარდაქმნიან.

 

თანმიმდევრული მიდგომა - სრულყოფილი დიზაინის შესაქმნელად

 

ზედაპირის ოპტიმალური მომზადება

 

მზა პასტისებრი საფითხი მასა, ადვილად წელვადი, ძალიან მცირე წონით და სქელი ფენის სისქით. შესაფერისია Q3 ან Q4 ხარისხის დონის ზედაპირის მისაღწევად - BVG Leaflet No. 2 და BFS Leaflet No 12 სტანდარტების შესაბამისად. ასევე გამოდგება სტრუქტურული ფითხების და მინა ბოჭკოვანი ფლიზელინის დამუშავებისთვის. პროდუქტი ძალიან ეფექტური და ეკონომიურია - განსაკუთრებით უჰაერო მიფრქვევის შემთხვევაში, მინერალური ბათქაშების, ბეტონის, მონოლიტური ბეტონის, ბრტყელი ბლოკებისა და ფოროვანი ბეტონის ზედაპირებზე. ასევე გამოიყენება თაბაშირ-მუყაოს ფილებზე.

გაიგე მეტი

გასამყარებელი და ზედაპირის გასათანაბრებელი გამჭირვალე საგრუნტავი მასალა - უხეშფოროვანი, არათანაბარი შეწოვის მქონე ზედაპირების, ცარცვადი ბათქაშების და ბეტონისთვის. ასევე შესაძლებელია თაბაშირის და თაბაშირ-მუყაოს ფილებზე გამოყენება საგრუნტავ ფენად.

გაიგე მეტი

გამოსაყენებლად მზა, მაღალი ეფექტურობის მქონე დისპერსიული წებო, ყველა ტიპის ფლიზელინის და მინა ბოჭკოვანი ქსოვილების - ინტერიერის კედლებზე დასატანად. მაგ: Capaver-ის მინაბოჭკოვანი ქსოვილები, Akkord-ის ფლიზელინი, FantasticFleece-ი და ა.შ.

გაიგე მეტი

Capaver AkkordVlies G40K - მინაქსოვილი/ფლიზელინი განკუთვნილია ბადისებრი ბზარების დასაფარად. დიზაინის, ფერების, სიპრიალის ხარისხის, დეკორატიული მეთოდიკის უსაზღვრო ვარიაციების მეშვეობით, Capaver-ის ფლიზელინებით მიიღწევა მიმზიდველი, ინდივიდუალური და განსხვავებული კედლის ზედაპირები. იერსახის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ზედაპირის განახლება მარტივად, სწრაფად და ეკონომიურად არის შესაძლებელი.

გაიგე მეტი

საღებავები - ინდივიდუალური მოთხოვნებისთვის

 

საუკეთესო თვისებების მქონე მინერალურ-მქრქალი საღებავი  ინტერიერისათვის. მინიმალური ემისიით. არ შეიცავს გამხსნელებს.CapaSilan-ი წარმოადგენს ინტერიერის საღებავების სრულიად ახალ თაობას, რომელიც საშუალებას იძლევა  სრულად და თანაბრად დაიფაროს ზედაპირი, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი, ისე, რომ გადაბმის ადგილები საერთოდ არ იყოს შესამჩნევი.გამოიყენება დადგენილი სანიტარული ნორმების დაცვისას.შესაძლებელია აგრეთვე გამოყენულ იქნეს, როგორც სარემონტო საღებავი აკუსტიკური სისტემების და ბათქაშების დასაფარად.

გაიგე მეტი

უმაღლესი ხარისხის კედლის და ჭერის საღებავი,ყველანაირი ინტერიერის ზედაპირებისათვის. Indeko-plus-ს გააჩნია გაორმაგებული ფარვის უნარი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში საკმარისია ერთი ფენა ხარისხიანი ზედაპირის დასაფარად. შრება ძალიან სწრაფად, ამიტომ საუკეთესო არჩევანია ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა რემონტი და ექსპლუატაციაში შესვლა უნდა მოხდეს მოკლე ვადებში.საღებავს არ ახასიათებს ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს, ამიტომ არც დატანის და არც შრობის პროცესში არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

გაიგე მეტი

ინტერიერის საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას. მქრქალი ზედაპირის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად არის შესაძლებელი. Premium Clean-ი კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით და ამიტომ შესაფერისია მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მქონე სივრცეებში, მაგალითად: საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფრები, კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ. საღებავი ასევე გამოიყენება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კერძო და საცხოვრებელ სექტორში - ყველა იმ სივრცეში, რომელიც ძლიერ დაბინძურებას ექვემდებარება.

გაიგე მეტი

PremiumColor-ი დაიტანება ინტერიერის კედლებსა და ჭერზე, რომლებიც ძლიერ მექანიკურ დატვირთვებს ექვემდებარება. PremiumColor-ის მეშვეობით იქმნება კეთილშობილური მქრქალი ზედაპირი, განსაკუთრებული ფერის ბრწყინვალებით. ასევე გამოიყენება, როგორც დამცავი/დამასრულებელი ფენა და ამცირებს „დახაზვის ეფექტს“ , ინტენსიურ ფერებში შეღებილ ზედაპირებზე.

გაიგე მეტი