![](fileadmin/data/video/product/product-video.jpg)
- www.caparol.ge
- პროდუქტები
- დეკორატიული დანაფარები
- Stucco Di Perla
StuccoDecor DI PERLA
დეკორატიული საგოზავი მასა მეტალის შეფერილობით შიდა სამუშაოებისთვის.
![](/fileadmin/data_ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/StuccoDecor_DiPerla.png)
ჩამოტვირთვა
დანიშნულება
საგოზავი მასა მეტალის შეფერილობით შიდა კედლებისა და ჭერის ინდივიდუალური დეკორატიული გაფორმებისათვის.
გამოყენების სფეროები
სასტუმროების, კაფეების, რესტორნების, საოფისე შენობების, ბინების, სამედიცინო დაწესებულებების მაღალხარისხიანი შიდა დეკორატიული დამუშავებისთვის.
თვისებები
- ეკოლოგიურად უსაფრთხო
- არ შეიცავს გამხსნელებსა და დამარბილებლებს
- წყალში ხსნადი
- დიფუზიის უნარით
- მარტივი მოხმარებისათვის
- მაღალი დატვირთვების ამტანი
მასალის შემკვრელი
ორგანული შემკვრელი პოლიმერული ფისის საფუძველზე.
შეფუთვა
2,5 ლ.
ფერი
ვერცხლისფერი - ბაზა, ოქროსფერი - ბაზა.
საგოზავი მასა Capadecor StuccoDecor DI PERLA იფერება მანქანურად ColorExpress -ის სისტემის 73 ტონში (55 - ვერცხლისფერი ბაზისთვის, 18 - ოქროსფერი ბაზისთვის). ხელით კოლერებისას ფერთა ტონებში განსხვავებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საგოზავის საჭირო რაოდენობა კარგად აირიოს. ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შეფერადებული სახით.
სიპრიალის ხარისხი
აბრეშუმისებრი-პრიალა
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ, ყინვისაგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შენახვის ვადა ორიგინალურ შეფუთვაში მინიმუმ 2 წელი.
ტექნიკური პარამეტრები
DIN EN 13 300-ის შესაბამისად
- სველი ცვეთა: კლასი 2
- ნაწილაკების ზომა: წვრილი
- სიმკვრივე: დაახლოებით 1.0 გ/სმ3.