პროდუქტები

AkkordLeichtspachtel

ინტერიერის პასტისებრი, დისპერსიული მსუბუქი ფითხი, განსაკუთრებით კარგი დამუშავების შესაძლებლობებით.


დანიშნულება

გამოყენებისთვის მზა, უჰაერო პრინციპით მისაფრქვევი აპარატებისთვის თავსებადი, პასტისებრი ფითხი. მსუბუქი კუთრი წონით და მაღალი ფენის სისქით, რომელიც იძლევა ნულამდე გადაფითხვის საშუალებას. გამოირჩევა კარგი ფარვისა და შევსების თვისებებით და კედლებსა და ჭერზე მიფრქვევისას, რაციონალური მოხმარებით. გამოიყენება - მინერალური ბათქაშების, ბრტყელი ბლოკების, ფოროვანი ბეტონის, თაბაშირის და თაბაშირ მუყაოს ფილების - ზედაპირების გასათანაბრებლად. ასევე გამოიყენება მინაბოჭკოვანი შპალერის (მაგ: Capadecor AkkordVlies-SP.) ან სტრუქტურული ბათქაშების - “თხელი მობათქაშების” მეთოდით დამუშავებისთვის.
გამოდგება თაბაშირ მუყაოს ფილებზე - Q3 - Q4 დონის ზედაპირის ხარისხის მისაღწევად, BVG ბროშურის No2 და BFS - ბროშურის No12 მონაცემების შესაბამისად. გამოყენების სფეროები
ფენის სისქე - ერთ სამუშაო სვლაში: მასალა შრება სველი ფენის მაქსიმალურ სისქემდე - დაახლ. 6 მმ ბზარების გარეშე, რაც დამოკიდებულია ობიექტზე არსებული გარემო პირობებზე (ტემპერატურა, ტენიანობა).

თვისებები

  • მარტივი მოხმარება დატანისა და გასწორებისას
  • მაღალი ადჰეზიის უნარი
  • სქელი ფენები შრება დაბზარვის გარეშე
  • მშრალ მდგომარეობაში შესაძლებელია მოზუმფარება, სველ მდგომარეობაში მოპრიალება
  • დიფუზიის უნარით
  • წყალდისპერსიული, გარემოსთვის უსაფრთხო და ნაკლები სუნით
  • შემცირებული ემისიებით შემადგენლობაში და გამხსნელების გარეშე
  • აალების საშიშროების კლასიფიკაცია: A2-s1,d0 - DIN EN 13501-1-ის მიხედვით

მასალის შემკვრელი

პლასტიკური დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით

შეფუთვის ზომები

18 კგ სათლი, 20 კგ PE-ტომარა

ფერი

ბუნებრივი თეთრი

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

დამხმარე პროდუქტები

Caparol-Füllspachtel P, როგორც ფილიგრანული ჭერის სახსრის შემავსებელი.

ნესტიანი სივრცეებისთვის:
Akkordspachtel KF
Histolith Renovierspachtel
Histolith Feinputz