პროდუქტები

Akkordspachtel KF

ტენიანობისადმი მედეგი, დისპერსიული პასტისებრი ფითხი - შიდა სამუშაოებისთვის.


დანიშნულება

გამოყენებისთვის მზა, უჰაერო პრინციპით მისაფრქვევი აპარატებისთვის თავსებადი, მაღალი ადჰეზიურობის თვისებითა და ტენიანობისადმი მედეგი ინტერიერის ფითხი. გამოირჩევა მომატებული ტენიანობის დიდ სივრცეებში მედეგობით, კარგი ფარვისა და შევსების თვისებებით და კედლებსა და ჭერზე მიფრქვევისას, რაციონალური მოხმარებით.

საუკეთესოდ გამოდგება ბეტონის გასასწორებლად (მაგ. მონოლითური ბეტონი და ბეტონის ფილიგრანული ჭერი). ასევე გამოიყენება - მინერალური ბათქაშების, ბრტყელი ბლოკების, ფოროვანი ბეტონის, თაბაშირის და თაბაშირ მუყაოს ფილების - ზედაპირების გასათანაბრებლად.

განსაკუთრებით შესაფერისია ზედაპირების წინასწარი მომზადებისთვის, რომლებზეც შემდგომ უნდა გაეკრას დიფუზიის შემნელებელი, ან დიფუზიის გაუმტარი ქაღალდი/შპალერი (პლასტიკური ან ვინილის ქსოვილი) და ასევე მინაბოჭკოვანი შპალერისა და ფაქტურიანი/დეკორატიული ბათქაშების დამუშავებისთვის.

შეიძლება გამოყენებულ იქნას ზედაპირის ხარისხის დონის Q2, Q3 ან Q4 მისაღწევად, BVG ბროშურის No2 და BFS ბროშურის No12 მონაცემების შესაბამისად.

თვისებები

  • ტენიანობის მიმართ მაღალი მედეგობა
  • მაღალი ადჰეზიის უნარი
  • მარტივი მოხმარება დატანისა და გასწორებისას
  • კარგად შრება და მყარდება, არ იკეთებს ბზარებს
  • მშრალ მდგომარეობაში შესაძლებელია მოზუმფარება
  • დიფუზიის უნარით
  • წყალდისპერსიული, გარემოსთვის უსაფრთხო დ ა ნაკლები სუნით AggB-ს მიხედვით
  • შემცირებული ემისიები შემადგენლობაში და გამხსნელების გარეშე

მასალის შემკვრელი

პლასტიკური დისპერსია DIN 55945 მიხედვით.

შეფუთვის ზომები

25კგ - სათლი

ფერი

ბუნებრივი თეთრი

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

დამხმარე პროდუქტები

Caparol-Füllspachtel P, როგორც ფილიგრანული ჭერის სახსრის შემავსებელი.